მუშაობს ცვლებში წინასწარ შენგენილი გრაფიკით, სხვა თანამშრომლების შვებულების და ავადმყოფობის პერიოდში, სამუშაო პროცესებიდან გამომდინარე;კოორდინატორი ასრულებს უფროსი მოლარის ფუნქცია მოვალეობებს როდესაც იგი არ იმყოფება სამუშაო ადგილზე ცვლაში, არის შვებულებაში, ბიულეტინზე  და ა.შ;უზრუნველყოს სტაჟიორების მომზადება;აწარმოოს ჯგუფში ზელიმიტური საათების აღრიცხვა/მონიტოტინგი და მონაცემების პასუხისმგებელ პირებთან გადაგზავნა;ჯგუფში ზედმეტობა/დანაკლისების აღრიცხვა, გადამოწმება და შესაბამისი აქტების მომზადება;ჯგუფში არსებული სამუშაო ტექნიკის დაზიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდება პასუხისმგებელ პირთან;კოორდინატორი ვადებულია მოახდინოს   მიღებული  ნაღდი ფულის გადათვლა;მიიღოს ინკასატორებისგან დალუქული ტომრები;უზრუნველყოს სხვადასხვა პროგრამებში  ტრანზაქციებზე შესაბამისი სტატუსების მინიჭება;უზრუნველყოს პროგრამულ მოდულებში დათვლის შედეგების დაფიქსირება;ბანკის პასუხისმგებელი თანამშრომლებისგან მიიღოს დალუქული ფასეულობა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე/ქეშმენეჯმენტის მოდულში ელექტრონულად/;მიღებული და გაცემული ნაღდი ფულის აღრიცხვა აწარმოოს ელექტრონულად ბანკის საოპერაციო პროგრამა ბ6-ში;საოპერაციო დღის განმავლობაში მიღებული ნაღდი ფული დათვალოს, დაახარისხოს საკასო ცენტრში არსებული პროცესების შესაბამისად;მოახდინოს ნაღდი ფულის ფორმირება ბანკნოტების და მონეტების ფორმირების და შეფუთვის წესების შესაბამისად;ფორმირებული ნაღდი ფული გადასცეს მოლარეს/უფროს მოლარეს/სცავის უფროსს;დასაფორმირებელი ნაღდი ფული გადასცეს მოლარეს/უფროს მოლარეს;მოახდინოს სალაროს გამოყვანა;აწარმოოს მონიტორინგი მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სალაროში დაფიქსირებულ უზუსტობებზე და აწარმოოს ზედმეტობა/დანაკლისის მოკვლევა;პასუხსიმგებელია მის მიერ მიღებული და გაცემული ნაღდი ფულის აღრიცხვიანობაზე;პასუხსიმგებელია მის მიერ განხორციელებული ოპერაციების აღრიცხვისა და ოპერაციების შესაბამისი დღიური საბუთების არსებობაზე;მატერიალურ-პასუხისმგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე პასუხისმგებელია მის ხელთ არსებულ ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობაზე;ინვენტარის და საკასო ტექნიკის გაფრთხილება, მათი ექსპლუატაციის წესების შესაბამისად გამოყენება;ფულის და ფასეულობის დათვლის და დახარისხება ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ხედვის არეში;ფუნქციების შესრულებისათვის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფის არგუმენტირებული მოთხოვნის დაფიქსირება უშუალო ხელმძღვანელთან;მუშაობის პროცესში აღმოჩენილი ნაკლოვანებებისა და ხარვეზების შესახებ უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის დროული მიწოდება;არასტანდარტულ სიტუაციაში მოქმედებს უშუალო უფროსის მითითებებით.